ევა შაშიაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა
ევა შაშიაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა - სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულ ქალს რუსთავის ციხესთან ახლობლები, მეგობრები და სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ.
ცნობისთვის, ევა შაშიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.
პროკურორ როინ ხინთიბიძის განმარტებით, ბრალდებულის და მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ შაშიაშვილმა აღიარა ბრალი და მტკიცებულებები უდაოდ ცნო, ბრალდების მხარე თანახმაა, ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნო.
- შეგახსენებთ, რომ ევა შაშიაშვილის ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.