ახალი წლის სუფრა - რა ღირს ცხოვრება საქართველოში?
საოცნებო საახალწლო სუფრა ხალხისთვის - კობახიძის დაანონსებული ბრძოლა გაძვირებული ცხოვრების წინააღმდეგ, მოქალაქეების ჯიბეზე ჯერ არ ასახულა. მარკეტებსა და ბაზრებში პროდუქტს ცეცხლის ფასი აქვს. საახალწლოდ საყიდლებზე გასული ხალხი უკან თითქმის ცარიელი ჩანთებით ბრუნდება. გაძვირებულია ყველაფერი, მათ შორის ის პროდუქტი, რაც გლეხს საკუთარი ძალებით მოყავს და ყიდის.
როდის იგრძნობს ხალხი შვებას? ფასების ზრდის მიზეზების დადგენას კიდევ ერთი კომისია იწყებს. სუსი-სა და საპარლამენტო ჯგუფის შემდეგ ამ ამბავს კობახიძე სამთავრობო კომისიასაც აბარებს. ჩნდება კითხვა, ეს მოქალააქეების კეთილდღეობაზე რეალური ზრუნვაა თუ უბრალოდ განცხადებებით ხალხის უკმაყოფილების დროებით შემცირება? მოვაჭრეები განმარტავენ, რომ თუ სხვა ყველაფერზე, რასაც იყენებენ ფასები არ შემცირდა, გასაყიდად გამზადებული პროდუქტის გაიაფება შეუძლებელი იქნება.
დეტალები ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.