"იდეალური ახალი წელი გვაქვს, ვაგროვებთ თოვლს, რომ გადავაქციოთ წყლად" - წყალტუბოს ნაწილი გაზის, წყალისა და დენის გარეშეა დარჩენილი

31.12.25 19:21
"იდეალური ახალი წელი გვაქვს, ვაგროვებთ თოვლს, რომ გადავაქციოთ წყლად" - წყალტუბოს ნაწილი გაზის, წყალისა და დენის გარეშეა დარჩენილი

წყალტუბოს რაიონის დიდი ნაწილი ახალ წელს გაზის, წყალისა და ელექტროენერგიის გარეშე ხვდება. ინფორმაციას "პირველებს" მოქალაქეები აწვდიან. 

"მოგვაქციეთ ყურადღება, მესამე დღეა უშუქოდ ვარ" - გვწერენ სოფელი მუხიანიდან. 

ტერნალის ტერიტორიაზე მცხოვრებლები კი აცხადებენ, რომ მათთან ინტერნეტკავშირი გაწყდა.

"იდეალური ახალი წელი გვაქვს, ვაგროვებთ თოვლს, რომ გადავაქციოთ წყლად", - ამბობენ მოქალაქეები. 

 

 

მსგავსი სიახლეები