სახალხო ახალი წელი - მზადება რუსთაველის გამზირზე

31.12.25 20:14
სახალხო ახალი წელი - მზადება რუსთაველის გამზირზე

სახალხო ახალი წელი რუსთაველის გამზირზე - თავისუფლებისთვის მებრძოლმა მოქალაქეებმა  მზადება უკვე დაიწყეს. ბოლო ორ წელში  უკვე მეორედ ქვეყანა დღესასწაულს უჩვეულოდ ხვდება. ეს საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებული ახალი წელი იქნება - იმ ადამიანების, ვინც 400 დღეა  ქუჩიდან ქვეყნის  უკეთესი მომავლისთვის იბრძვის. დამოუკიდებლობისთვის ერთად დგომა დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს - ამბობს ქართველი ხალხი.

პირველი, რასაც აქციის მონაწილეები გააკეთებენ, წაიკითხავენ სინდისი პატიმრების გამოგზავნილ წერილებს ციხეებიდან. საზოგადოებას მიმართავენ რუსთაველის გამზირის მცველები - ადამიანები, რომლებიც წელიწადზე მეტია იცავენ ქვეყნის თავისუფლებას და ღირსებას. პარლამენტის წინ გაიშლება თეთრი, გრძელი ნაჭერი, რომელზეც ხალხი მომავალი თაობებისთვის სათქმელს დაწერს. ეს ნივთი კი ბინას  თბილისის კერძო მუზეუმში დაიდებს. და  ბოლოს -  რუსთაველზე დიდი საახალწლო სუფრა გაიშლება.

უკვე მეორე წელია სახალხო ახალი წელი აღინიშნება რუსთაველის გამზირზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დავირალეთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული გახდა, ბევრად უფრო მეტი ადამიანია დატყვევებული, ძალიან რთული ვითარეება ეკონომიკურად საქართველოში და ა.შ. მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები ვახერხებთ, მაინც ერთად შევხდეთ რუსთაველზე. ნელ-ნელა დავიწყებთ მაგიდებსი გაშლა, დავიწყებთ ასევე აპარატურის აწყობასად და გელოდებით ყველას რუსთაველზე", - ამბობს აქტივისტი. 

მსგავსი სიახლეები