სისხლიანი ანგარიშსწორება ვაკეში - ბიზნესმენის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

31.12.25 22:29
სისხლიანი ანგარიშსწორება ვაკეში - ბიზნესმენის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ვაკეში - ბიზნესმენის მკვლელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. მას ხელბორკილები აბაშაში დაადეს. 

ცნობისთვის, დღეს საღამოს, რამდენიმე საათის წინ კორტებთან ბიზნესმენი შავ ჯიპში ჩაცხრილეს.  მას მინიმუმ 5 ტყვია ესროლეს.

ერთ-ერთი ვერსიით, ვაკის პოლიციასთან ახლოს მომხდარ მკვლელობის წინ უძღოდა ბიზნესმენებს შორის საქმის გარჩევა, რასაც მოყვა გასროლა. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის  მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები