ქორენიში-შოვის გზის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

01.01.26 10:16
ქორენიში-შოვის გზის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

ქორენიში-შოვის გზის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ40-კმ141 (ქორენიში-შოვი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ39 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია," - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები