ახალი წლის ღამეს ქუთაისში მაღაზია გაქურდეს
ახალი წლის ღამეს ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მაღაზია გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უცნობმა პირებმა მაღაზიის მინა ჩაამსხვრიეს და ისე შევიდნენ შიგნით.
ამ დროისთვის უცნობია კონკრეტულად რა წაიღეს მაღაზიიდან.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.