ქორენიში-შოვის გზის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

01.01.26 14:57
ქორენიში-შოვის გზის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქორენიში-შოვის გზის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კვლავ აკრძალულია.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ40-კმ141 (ქორენიში-შოვი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ39 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,"- წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები