მოქალაქეები, რომლებიც მესტიაში, ზვავის გამო გვირაბში იყვნენ ჩარჩენილები უსაფრთხოდ არიან გამოყვანილნი - გზების დეპარტამენტი

01.01.26 15:54
მოქალაქეები, რომლებიც მესტიაში, ზვავის გამო გვირაბში იყვნენ ჩარჩენილები უსაფრთხოდ არიან გამოყვანილნი - გზების დეპარტამენტი

მოქალაქეები, რომლებიც მესტიაში, ზვავის გამო გვირაბში იყვნენ ჩარჩენილები, ამ დროისთვის, უსაფრთხოდ არიან გამოყვანილნი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს. 

ადილზე მიმდინარეობს გზის თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები.

მათივე ცნობით, ჯვარი-ლახამულასა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-7) ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ100 (ჯვარი-ლახამულა) და კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, საავტომობილო გზის კმ101-კმ184 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ29 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია," - წერია განცხადებაში. 

ამასთან, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების რეჟიმი ამ დრომდე ნარჩუნდება.

მსგავსი სიახლეები