შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე მომხდარ ტრაგედიას საფრანგეთის და ლატვიის პრეზიდენტები ეხმაურებიან

01.01.26 17:15
შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე მომხდარ ტრაგედიას საფრანგეთის და ლატვიის პრეზიდენტები ეხმაურებიან

შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 100 ადამიანი. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელ X-ზე-ზე საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი გამოეხმაურნენ. 

მათ ღრმა მწუხარება გამოთქვეს დაღუპულების გამო .

„კრანს-მონტანაში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ. ჩემი ფიქრები დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებთანაა. შვეიცარიას, მის ხალხსა და ხელისუფლებას საფრანგეთის სახელით სრულ სოლიდარობასა და ძმურ მხარდაჭერას ვუცხადებ“, - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი X-ზე.

„ღრმა მწუხარებას ვუცხადებ კრანს-მონტანაში მომხდარი საშინელი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - დაწერა რინკევიჩმა X-ზე.

ცნობისთვის, შვეიცარიის პოლიციის განცხადებით, კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მდებარე Le Constellation-ის ბარში აფეთქება ახალი წლის ღამეს მოხდა. 

მსგავსი სიახლეები