შეუცვალეთ ზურა მენთეშაშვილს აღკვეთი ღონისძიება არასაპატიმრო გირაოთი - მოქალაქეების მიმართვა პროკურატურას
საპროტესტო აქციების მონაწილეები გენერალურ პროკურატურას ზურაბ მენთეშაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების- პატიმრობის შეცვლის თხოვნით მიმართავენ.
აქტივისტები მზაობას გამოხატავენ, მენთეშაშვილს თავდებში ჩაუდგნენ.
- 61 წლის ზურაბ მენთეშაშვილი "გზის განმეორებით გადაკეტვისთვის" 2025 წლის 1-ელ ნოემბერს სისხლის სამართლის წესით დააკავეს, მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის 62 დღეა საპატიმროში შიმშილობს.
"გვინდა მივმართოთ გენერალურ პროკურატურას და ზურაბ მენთეშაშვილის საქმის პროკურორს და ვთხოვოთ მას, წინასაშობაოდ გამოიჩინოთ გულისხმიერება და შეუცვალოთ ზურაბ მენთეშაშვილს აღკვეთის ღონისძიება არასაპატიმრო გირაოთო" - ნათქვამია განცხადებაში.