ბრძოლის ახალი ეტაპის ათვლა დაწყებულია - ახალი წელი რუსთაველის გამზირზე
გამარჯვების წელი იყოს - ასე ულოცავდა ხალხი ერთმანეთს რუსთაველის გამზირზე. კიდევ ერთი ახალი წელი იქ, სადაც ქვეყნის უახლეს სიტორიაში ყველაზე ხანგრძლივი და დაუღალავი პროტესტი დაიწყო.
400 დღე ქუჩაში და ბრძოლის ახალი ეტაპის ათვლა ხალხმა 12 საათის დადგომასთან ერთად დააანონსა. იყო სახელდახელო სუფრა, კონცერტიც, მიმართვებიც და გზავნილებიც მომავალი თაობისთვის.
გამონაკლისი იყვნენ, მხოლოდ სინდისის პატიმრების ოჯახების წევრები, რომლებიც ახალი წლის დადგომას არა რუსთაველზე არამედ იმ ციხეებთან შეხვდნენ, სადაც მათი შვილები უკვე მოერე წელია საკნებში აღნიშნავენ დღესასწაულს.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.