მკვლელობა ვაკეში - რა ინფორმაცია აქვს შსს-ს
ვაკეში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს განცადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული მ.ბ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ზურაბ ავალიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1975 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს-ს ცნობითვე, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას მეთადონის შემცველი 25 აბი იქნა ამოღებული.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მკვლელობაში ბრალდებული მ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, სამეგრელოს რეგიონში დააკავეს.
დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოიღო ნარკოტიკული საშუალება “მეთადონის” შემცველი 25 აბი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.