ერთმანეთის მიმართ მტრობა კარგს არაფერს მოგვიტანს - მეუფე საბა ინწკირველის გზავნილი ხალხს

02.01.26 13:01
ერთმანეთის მიმართ მტრობა კარგს არაფერს მოგვიტანს - მეუფე საბა ინწკირველის გზავნილი ხალხს

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლთან და უცხოეთიდან ჩამოსულ იერარქებთან ერთად, ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელი პანაშვიდისას, მეუფე საბამ თავმდაბლობის, შერიგებისა და ურთიერთპატიების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება .

მისი თქმით, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, საზოგადოება უნდა მოერიდოს დაპირისპირებას და ძალადობას, რადგან პასუხისმგებლობა პირველ რიგში, თითოეულ ადამიანზე და საკუთარ სისუსტეებთან ბრძოლაზე გადის. 

შენდობა უნდა ვთხოვოთ ღმერთს ჩვენ მტრობა ქრისტესმიერ საყვარელნი ერთმანეთს მიმართ კარგს არაფერს მოგვიტანს. არამედ, ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ, ერთმანეთის მიმართ სიყვარული უნდა გვქონდეს. შეიძლება, განსხვავებული აზრიც გვქონდეს, განსხვავებული ხედვა, თუ როგორი გვინდა, იყოს ჩვენი სამშობლო, მაგრამ არ გვაქვს უფლება, რომ ერთმანეთს ვესროლოთ, ერთმანეთს ვუმტროთ და ერთმანეთს ომი გამოვუცხადოთ ომი მხოლოდ საკუთარ თავს უნდა გამოუცხადოს ადამიანმა, თუკი რაიმე სისუსტე, რა მრავალი სისუსტე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ და არა სხვების მიმართ, - თქვა მამა საბა ინწკირველმა. 

მსგავსი სიახლეები