გზებზე არსებული ვითარება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

02.01.26 14:02
გზებზე არსებული ვითარება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე (სარეკი) – უზუნთა – შქმერი – ზუდალის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კვლავ დაშვებულია.

უწყების განმარტებით, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა ამ ეტაპზე ჯერ ისევ შეზღუდულია.

იგივე დეპარტამენტის ცნობით, თიანეთი–ზარიძეები–ჟინვალის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.