სინდისის პატიმრებს უსინდისოებისგან შეწყალება არ სჭირდებათ - მამა დოროთე ყურაშვილი ჯაღმაიძის განცხადებაზე
სინდის პატიმრები რომ დაინახო, თვითონ უნდა გქონდეთ სინდისი, - ასე ეხმიანება მამა დოროთე ყურაშვილი სინდისის პატიმრებთან დაკავშირბეით მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას. ამის შესახებ სასულიერო პირი სოციალურ ქსელში წერს.
არქიმანდრიტის თქმით, სინდისის პატიმრებს უსინდისოებისგან შეწყალება არ სჭირდებათ.
სინდის პატიმრები რომ დაინახო, თვითონ უნდა გქონდეთ სინდისი. სინდისგაყიდული ჯაღმაიძე და მისი ძმანი იმაზე მაყვედრიდნენ, რატომ გვლანძღავ იმათ, ვინც გაჩუმებულები ვართო. რა მოხდა, მორჩით ბუმბულის გარჩევას საპატრიარქოში? სინდისის პატიმრებს უსინდისოებისგან შეწყალება არ სჭირდებათ, - წერს მამა დოროთე ყურაშვილი.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ საპატრიარქომ სინდისის პატიმრების გათავისუფლების თხოვნით ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა. ჯაღმაიძე ასევე ამტკიცებს, რომ საპატრიარქოს პროტესტების და ძალადობრივი დარბევების პერიოდში საზოგადოება არ მიუტოვებია და პროცესებში აქტიურად ჩართული იყო.