ხალხის გაღარიბების თუ გამდიდრების წელი? - ეკონომიკური ზრდა, რომელსაც მოქალაქეები ვერ გრძნობენ
ხალხის გაღარიბების თუ გამდიდრების წელი? - რატომ არ აისახება მოქალაქებზე ის გასაოცარი ეკონომიკური ზრდა, რომელზეც „ოცნება“ საუბრობს.
წლის ბოლო დღეს საქსტატმა თქვა, რომ ნოემბერში მთლიანი შიდა პროდუქტი ანუ ეკონომიკა 7, 2 პროცენტით გაიზარდა.
ქვეყნის მთავარი მთვლელის ეს სტატისტიკა ეკონომისტებისთვის ქვეყნის რეალობას ვერ ასახავს, რადგან მხოლოდ ის სექტორები იზრდება, სადაც მოსახლეობის მცირე ნაწილია დასაქმებული, ან რიცხვები იზრდება რეექსპორტის ხარჯზე და ამის საუკეთესო ავტომობილების ამერიკაში ან ევროპაში და შემდეგ რუსეთსა და შუა აზიაში გადაყიდვა. მეორე მხარეს კი არსებობს რეალური ეკონომიკის მაჩვენებლები - საქსტატიც კი ვერ მალავს, რომ მშენებლობაში კლებაა. არადა რეალური ეკონომიკა საქართველოში სწორედ მშენებლობის, ვაჭრობის და სოფლის მეურნეობისგან შედგება. ამ სექტორებში სტაგნაციაა.
ეკონომიკური ზრდის არარეალურობას ადასტურებს კიდევ ერთი რიცხვი - ხელფასის მიმღებთა რაოდენობა ნოემბერში 10 ათასი ადამიანით შემცირდა. თუ ეკონომიკა იზრდება, წესით სამუშაო ადგილები უნდა იქმნებოდეს, ხელფასი იზრდებოდეს, ამ დროს კი პირიქით - ხელფასის მიმღებთა რაოდენობაში 1 პროცენტიანი კლებაა ეს, თითქოს, დიდი ციფრი არარის მაგრამ 10 ათასი ადამიანია.
დასაქმებულების რიცხვი მცირდება, რეალური ეკონომიკა შენელებულია, ზრდა კი ჯერ ისევ უკრაინასთან ომსა და რუსეთთან ვაჭრობაზეა დამოკიდებული.
ამიტომაც შეიძლება ეს მაჩვენებლები ერთ დღესაც ჩამოგვეშალოს- ეს არის ეკონომისტების შეფასება.
“ოცნებაში“ თავადაც არ აქვთ ეკონომიკური ზრდის იმედი მომავალ წელს, ამის ყველაზე მკაფიო დასტური 2026 წლის ბიუჯეტია, სადაც განათლებაზე და ინფრასტრუქტურაზე ხარჯები შეკვეცეს.