“ოცნებამ“ საპატრიარქოს სინდისის პატიმრების გათავისუფლებაზე უარი უთხრა - ანდრია ჯაღმაიძის აღიარება

02.01.26 20:16
“ოცნებამ“ საპატრიარქოს სინდისის პატიმრების გათავისუფლებაზე უარი უთხრა - ანდრია ჯაღმაიძის აღიარება

“ქართულმა ოცნებამ“ საპატრიარქოს სინდისის პატიმრების გათავაისუფლებაზე უარი უთხრა. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, 31 დეკემბერს ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში თქვა, რომ ამ თემაზე საჯაროდ არ საუბრობდნენ, რადგან ვინმეს პოლიტიკური პროცესის ნაწილად არ ექცია, თუმცა, გადაწყვიტეს მაინც თქმა, რომ ეკლესიას “ქართულმა ოცნებამ“ პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობლის გათავისუფლებაე უარი უთხრა. არადა ირაკლი კობახიძესთან ეს საკითხი პირადად პატრიარქის ტახტის მოსაყდრე შიომ დაააყენა.

პატიმრების ოჯახის წევრებს, მამა ანდრია ჯაღმაიძის გულწრფელობის არ სჯერათ. 

“სინდის პატიმრები რომ დაინახო, თვითონ უნდა გქონდეთ სინდისი“ — ასე შეაფასა ანდრია ჯაღმაიძის სატელევიზიო აღიარება მამა დოროთე ყურაშვილმა.

მისი თქმით, “ოცნებასთან“ დაახლოებული სასულიერო პირები ცდილობენ საპატრიარქოს იმიჯის შენარჩუნებას. მამა დოროთე ყურაშვილი ამტკიცებს, რომ საპატრიარქოს ტელევიზიაში გაკეთებული განცხადებები მისი და სხვა სასულიერო პირების დისკრიმინაციას ემსახურება.

რას აპირებს „ქართული ოცნება“ - ირაკლი კობახიძემ ეკლესიისა და სარწმუნოების როლზე, ქვეყნის განვითარებაში საახალწლო მილოცვის დროსაც ისაუბრა, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ ის ეკლესიის ხედვებს, დაპირისპირების შესამცირებლად არ იზიარებს და პატიმრების გათავისუფლებაზე უარს ამბობს.

ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟი.

მსგავსი სიახლეები