საპროტესტო მარში თბილისში - დღეს საღამოს 19:00 საათზე ხალხი ისევ ქუჩაში გადის
თბილისში მარშის დღეა - დღეს საღამოს 19:00 საათზე ხალხი ისევ ქუჩაში გადის.
ფილარმონიიიდან მოქალაქეები პარლამენტის მიმართულებით სწორედ შვიდ საათზე დაიძვრებიან.
სინდისის პატიმრების გათავისუფლების გარდა, დღეს აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების“ ხელისფლებასს მოუწოდებენ, გააასაჯაროვოს შინაგნ საქმეთა სამინისტროს ოფიციალური დოკუმენტები, სადაც ჩანს, რომელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში მომიტინგეების წინააღმდეგ.
პროტესტი იმ ქვეყენაში, როდესაც ყველაფერი ინგრევა, საზოგადოება არის შევიწროებული და ზუსტად ვხედავთ, რომ მათი ყველა მოქმედება ემსახურება ერთ მიზანს- იზოლაციაში მოექცეს ქვეყანა და ეს იზოლაციაში მოქცეული ქვეყანა ადვილად სამართავი იყოს მათთვის, ამიტომ, ეს პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება , - ამბობს
სამოქალაქო აქტივისტის, ტატო ქელბაქიანის თქმით, მაქსიმალურად ცდილობენ, ზიანის შემცირებას და ამის გათვალისწინებით გეგმავენ პროტესტს.
ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ზიანი შევამცრიოთ და პროტესტი ისე დავგეგმოთ, ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს, ამ რეჟიმში ვართ თითქმის 1 წელიწადზე მატია, ამ დროის განმავლობაში უამრავი კანონი შეცვალეს, რეპრესიული ნაბიჯი გადადგეს, მაგრამ პროცესი არ გაჩერდა, ჩვენც ვადაპტირდებით, ვაგრძელებთ პროტესტს და ასე ვაპირებთ მომავალშიც, - განაცხადა ტატო ქელბაქიანმა.