მკვლელობა ვაკეში -სასამართლო დღეს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მალხაზ ბაღათელიას პროცესი იწყება. მოსამართლემ ბუგიანიშვილმა აღკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს.
ვაკეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაჭერილს სამი მუხლით ასამართლებენ - განხრაზ მკვლელობა, იარაღის უკანონო ტარება და ნარკოტიკების ფლობა.
ადვოკატის თქმით, ბაღათელია კვლავ დუმილის უფლებას იყენებს.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კვლავ დუმილის უფლებას ინარჩუნებს. დღეს მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს, რაც შეეხება პროკურატურას,დ არწმუნებული ვარ პატიმრობას მოითხოვს,- განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ მკვლვლობა ვაკის კორტებთან 31 დეკემბერს მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოიღო ნარკოტიკული საშუალება “მეთადონის” შემცველი 25 აბი.