შემეშინდა, მეგონა რომ მომკლავდნენ - მეარაყიშვილი „პირველებთან“ დაკავების დეტალებს იხსენებს
ოკუპირებული ცხინვალიდან გამოძევებული თამარ მეარაყიშვილის ინტერვიუ “პირველებთან“ - ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დაჭერილი ქალი იხსენებს, როგორ შეიჭრა კაგებეს სპეცრაზმმი მის სახლში.
მეარაყიშვილის ინფორმაციით, მიზეზი ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეო გახდა, რომელიც ქორწილში გადაიღო და ანძა, რომლის გამოც ჯაშუშობას ედავებოდნენ, არც იცოდა, ვიდეოში თუ მოხვდა.
ის ასევე მუქარაზე და ზეწოლაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მისი მიმოწერა ირაკლი ხვადაგიანთან, როელზედაც უმტკიცებდნენ, რომ საიდუმლო მიმოწერა იყო, მხოლოდ მოკითხვებით და ადამიანური თანადგომით გამოიხატებოდა.
ტვირთი შემქონდა თბილისიდან და შეზღუდვები და აკრძალვები დააწესეს. მივხვდი რომ არაფერი აღარ შემეძლო, ჩავწერე რამდენიმე მიმართვა, რამდენიმე პირი გამსაუბრებოდა, რატომ ხდებოდა ჩემს ირგვლივ ასეთი რამ. დავაანონსე, რომ თუ არ შემხვდებოდა, იძულებული ვიქნებოდი, ერთკაციანი საპროტესტო აქცია გამემართა. 23-ში ვაპირებდი და 22-ში, საღამოს დამაპატიმრეს. ჩემი ბინის კარზე ატყოდა ბრახუნ,ი საკმაოდ ძლიერი ბრახუნი და არ გავაღე, მივედი გავიხედე, სამი მამაკაცი იყო წვერიანი სამოქალაქო ტანსაცმელში, შემეშინდა, იმიტომ რომ არავის არ ველოდი და ესე შემთხვევით არ მოაკაკუნებდნენ. დავიწყე მეგობრებთან რეკვა, ერთმა ადამიანმა მოასწრო ბინაში შემოსვლა. ეს ადამიანი ვინც მოვიდა ჩემთან ბინაში იყო ქალაქს ცხინვალის და ჩვენი რაიონის ყოფილი პროკურორი, უცბად დავინახე რომ აივანზე ხტებოდნენ ნიღბიანი შეიარაღებული მამაკაცები და აი, პირველად რაც ცხინვალში ვარ, პირველად შემეშინდა, მეგონა რომ მომკლავდნენ. ჩემს გამო ჩემ სტუმარსაც მოკლავდნენ და დაახლოებით ოცზე მეტი ადამიანი შემოიჭრა ერთ ოთახიანი ბინაში, 100-ზე მეტი ძალოვანი იყო მობილიზებული და ალყაში ჰყავდათ კორპუსი და თუ კი ვინმე არსებობს ძალოვანი მინისტრი, ყველა იყო ადგილზე.
დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაგვიყვანეს მე და ჩემი სტუმარი, იმასაც ჯაშუშობაში თანამონაწილეობას ედავებოდნენ, სტუმრობის გამო. ტელეფონი ჩამომართვეს ბინაში უშიშროების თანამშრომლებმა და დღემდე იქ არის. შენი მიმოწერები ვნახე და ვისთან ნახეთ მეთქი, აი, ერთი ადამიანის გვარს და სახეს ვერ ვიტყვი ქართული უშიშროების თანამშრომლის. ირაკლი ხვადაგიანთანო, ირაკლის არ ვიცნობ პირადად არ ვიცნობ, ფეისბუქით ვიცნობ და იმასთან მიმოწერა მქონდა ჩვეულებრივი.
ფოტო ამოიღეს ვიდეოდან instagram-ზე ეხლაც დევს. ქორწილი იყო, ძალიან ხმაურიანი ქორწილი იყო ჩვენს ეზოში და გადავიღე მუსიკები და ამ ვიდეოზე გამოჩნდა რაღაცა ანძა. აი, მართლა მართლა არ ვიცოდი, რა ანძა იყო და მითხრეს, რომ ეს იყო ადგილობრივი კავშირგაბმულობის სატელეფონო ანძა და შეიძლებაო ქართველებმა ეს ანძა დაზიანონ ან ამ გაგვითიშონ ტელეფონი და ომი დაიწყოს ესე მითხრეს და აი ამაში გამოიხატებოდა ჩემი ჯაშუშური საქმიანობა,- უყვება “პირველებს“ მეარაყიშვილი.
როგორც მეარაყიშვილი იხსენებს, მას ციხის უფროსმა უთხრა: „მოკვდი, ერთით ნაკლები ქართველი იქნება“ და კამერიდან გინებით გავიდა.
მისივე თქმით, პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა დაიწყო, რის შემდეგაც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მეარაყიშვილის ინფორმაციით, პალატაში გადაყვანის შემდეგ, მასთან მუდმივად ხუთი ადამიანი მორიგეობდა და სამედიცინო პერსონალსაც კი, ტელეფონების გარეშე უშვებდნენ.
შეგახსენებთ, ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ოკუპირებულ ცხინვალში დააკავეს. აქტივისტს ჯაშუშობას ედავებოდნენ და მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
პროტესტის ნიშნად მეარაყიშვილმა მშრალი შიმშილობა დაიწყო, რის შემდეგაც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ ის გაათავისუფლეს.