პროკურორი: მოპოვებულია, აუდიოჩანაწერი, სადაც ბაგათელია აღიარებს ჩადენილ დანაშაულს

03.01.26 16:47
პროკურორი: მოპოვებულია, აუდიოჩანაწერი, სადაც ბაგათელია აღიარებს ჩადენილ დანაშაულს

31 დეკემბერს ვაკის კორტებთან მომხდარი მკვლელობის საქმეზე, გამოძიებას ყველა ის მტკიცებულება აქვს, რომლის გადამალვაც ბრალდებულმა ბაგათელიამ მოახერხა.

ამასთან, მოპოვებულია, აუდიოჩანაწერი, სადაც ის აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, მას შემდეგ, რაც ხელბორკილები დაადეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. 

ერთადერთი, რაც გამოძიებას საქმეში არ უდევს, გადამალული ვაზნებია, რომლებიც ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან წაიღო. თუმცა, საქმეში დევს ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ის ტოვებს შემთხვევის ადგილს, შემდეგ კვლავ ბრუნდება და კრეფს ვაზნებს.

გამოძება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს. ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

საქმის პროკურორი დღეს პროცესზე ამბობდა, რომ მკვლელობის იარაღი სპეციალურადაა დამზადებული აღნიშნული დანაშაულისთვის. სწორედ ამიტომ, ჩნდება კითხვა, ვინ დაამზადა, ან გადააწყო იარაღი. შესაბამისად, არ გამორიცხა მან, რომ ეჭვმიტანილთა წრე გაიზარდოს.

დღეს პროცესზე გააჟღერა დაცვის მხარემ, რომ თითქოს ბრალდებულმა ითანამშრომლმა გამოძიებასთან და მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში, რაც რეალობას არ შეესაბამება, იმიტომ რომ ბრალდებული იყენებს დუმილის. უფლებას თუმცა დუმილის უფლების გამოყენებამდე დაკავებულმა, პირადი ჩხრეკის დროს აღიარა ჩადენილი დანაშაული. მან პირდაპირ განუცხადა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომ მოკლა მალხაზ ბოკუჩავა და ის იყო მკვლელობის იარაღი, რომელიც მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული. თუმცა შემდგომ ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენა დუმილისც უფლება, რასაც დღემდე იყენებს.

მან წინასწარ მიიტანა შემთხვევის ადგილზე მოსაკლავად გამოყენებული იარაღი და იარაღის სპეციფიკიდან და თავისებურებიდან გამომდინარე, იმდენად რამდენადაც ეს არის კუსტარული წესით დამზადებული და მაყუჩიანი იარაღი რომელიც თავის მაყუჩთან ერთად იქნა ამოღებული.

სპციალურად დაამზადებინა, ან დაამზადა თავად, მსგავსი სახის იარაღი ბუნებაში ასეთი სახით ვე არსებობდა. იმ პირთა ვინაობის დადგენა უახლოეს მომავალში მოხდება, თუ ვისგან იქნა აღნიშნული იარაღი შეძენილი, ასევე ვისგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები. რა მიზნითაც გამოიყენა ეს ფაქტია სახეზეა რომ ადამიანი მოკლა ამ აღნიშნული იარაღით. თუმცა დასადგენილია აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება მას საკუთარი მოხმარებისთვის პირადად სჭირდებოდა, თუ სარეალიზაციოდ.

მტკიცებულებების განადგურება გამოიხატა ორი მობილური ტელეფონის დანადგურებაში,  ერთი არის ბრალდებულის კუთვნილი და მეორე არის მოკლულის ტელეფონი, რომელშიც სავარაუდოდ მათი კონფლიქტის ამსახველი გარკვეული ინფორმაცია ინახებოდა.  შემთხვევის ადგილიდან მან აკრიფა და ნაწილი თან წაიღო გასროლილი მასრების რომელი მასრებიდანაც ერთი აღმოჩენილი იქნა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ფეხსალაგზე. მიმალვის პროცესში 5 ტაქსი გამოიცვალა, აქედან სამით თბილისის ტერიტორიაზე გადაადგილდა და ორით დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, - თქვა პროკურორმა.

სასამართლო პროცესზე ასევე გაირკვა, რომ ბაღათელია წარსულში იგივე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევია,  1991 წელს ადამიანის მკვლელობისთვის იჯდა ციხეში და მოგვიანებით, ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა. ის ასევე ნარკოდანაშულის ბრალდებით იჯდა თურქეთის ციხეში.