“სახლი მენატრება“ - მეარაყიშვილი საკუთარი უფლებების დასაცავად უკომპრომისო ბრძოლას იწყებს

03.01.26 20:37
“სახლი მენატრება“ - მეარაყიშვილი საკუთარი უფლებების დასაცავად უკომპრომისო ბრძოლას იწყებს

სახლი მენატრება - ოკუპირებული ცხინვალიდან გამოძევებული აქტივისტი საკუთარი უფლებების დასაცავად უკომპრომისო ბრძოლას იწყებს.

თამარ მეარაყიშვილი ჯერ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და იზოლატორში გამოკეტეს. შემდეგ კი ზუსტად 31 დეკემბერს გამოაძევეს.

მეარაყიშვილი მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევთან შეხვედრას ითხოვდა წინააღმდეგი შემთხვევაში კი 23 დეკემბერს ერთ კაციანი აქციის მოწყობას აპირებდა, რისი საშუალებაც არ მისცეს და 22 დეკემბერს საკუთარი სახლიდან აიყვანეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მეარაყიშვილს ჯაშუშობაში ბრალი ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო დასდეს, რომელშიც მობილური კავშირის ანძა ჩანდა.

მიუხედავად იმისა რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში 10-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, მისთვის ყველაზე სევდიანი მაინც სახლიდან შორს ყოფნაა.

ნახეთ, თამარ მეარაყიშვილთან სრული ინტერვიუ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში