შემწეობის მიმღებთა რიცხვი გაიზარდა - სოციალურ დახმარებას 708 ათასზე მეტი ადამიანი იღებს

03.01.26 20:53
შემწეობის მიმღებთა რიცხვი გაიზარდა - სოციალურ დახმარებას 708 ათასზე მეტი ადამიანი იღებს

სოციალური შემწეობის მიმღებ მოქალაქეთა რიცხვმა  708 ათას გადააჭარბა. ეს რეკორდული რაოდენობაა და თითქმის 1500 ით აჭარბებს წინა თვის მონაცემებს. ანუ სახელმწიფომ თავად აღიარა, რომ ხალხს ისე უჭერს, მათ დახმარების გარეშე მშიერი დარჩება.

ჩნდება კითხვა, თუ ეკონომიკა მართლაც საოცრად იზრდება, როგორ ჰყავს ქვეყანას 708 ათასი ადამიანი, რომელიც სახელმიწფოს დახმარების გარეშე შიმშილობისთვის არის განწირული.

2026 წლიდან სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა უქმდება, ანუ ხალხი ვინც ღარიბაშვილმა სოფლის სასაფლაოებზე და მეზოოვეებად დაასაქმა, 300 ლარს ვეღარ მიიღებენ.

კორუფციის მკვლევარები ამბობენ,რომ ეს პროგრამა თვიდანვე იყო საარჩევნო მოსყიდვა, ახლა კი “ ქართლ ოცნებას“ დახმარების მიღება მიჩვეული მათი მხარდამჭერების დასაფინანსებლად სხვა სქემის მოფიქრება მოუწევს 

ეკონომისტები ფიქრობენ, რომ “ქართლი ოცნება“ ასე მუშაობს, ურჩევნია მეტი ადამიანი იყოს დამოკიდებული სახელმწიფოს დახმარებაზე, რადგან ამით ხალხის მართვაც მარტივია.

ახლა ყველა ფასების გადახედვის დაანოსებული გეგმის სისრულეში მოყვანას ელდოება. ხალხის აინტერესებს, როდის გაიფდება პროდუქტი, რასაც მათ კობახიძე დაპირდა.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.