ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა დაიწყო
ფილარმონიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.
მათ წინ გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით,- "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს".
ადგილზე აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ საქართველოს, უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის დროშები.
ამ ეტაპზე აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის, საავტომობილო გზის ნახევარი აქვთ გადაკეტილი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.