საკუთარი ერის მტერი, არ დარჩება დაუსჯელი, გამარჯვება გარდაუვალია - ნატაშა ლომოური

03.01.26 20:51
საკუთარი ერის მტერი, არ დარჩება დაუსჯელი, გამარჯვება გარდაუვალია - ნატაშა ლომოური

საპროტესტო მარშის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ. ისინი მთელი გზის განმავლობაში საყვირებით და შეძახილებით ახმაურებდნენ ქუჩებს და ივანიშვილის გუნდს ხმამაღლა ახსენებდნენ, რომ არ გაჩერდებიან იქამდე, ვიდრე სინდისის 1 პატიმარი მაინც ციხეში დარჩება.

მარშის მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ პროტესტი აუცილებლად გამოიღებს შედეგს და დაუსჯელი არავინ დარჩება.

საკუთარი ერის მტერი არ დარჩება დაუსჯელი. ეს არის ერთ-ერთი სახალხო პოეზია, რომელიც ამ პროტესტის და მარშების დროს შეიქმნა. მე მგონი ეს არის მთავარი გასაზრებელი და მართლაც ისტორიას ეტყობა არ იცნობენ, არაფერს არ კითხულობენ, ან არ ეშინიათ. ამ დროს ასე არ არის და საბოლოო ჯამში, ჩვენი ყველას გამარჯვება გარდაუვალია,- უთხრა “პირველებს“ ნატაშა ლომოურმა, პენცენტრის დირექტორმა.

 

 

მსგავსი სიახლეები