გადაკეთებული იარაღით ჩადენილი მკვლელობა - ახალი დეტალები ვაკეში მომხდარი დანაშაულის შესახებ

03.01.26 20:57
გადაკეთებული იარაღით ჩადენილი მკვლელობა - ახალი დეტალები ვაკეში მომხდარი დანაშაულის შესახებ

ბერეტას ტიპის იარაღი 52 წლის კაცმა კუსტარულად მეგობრის მოსაკლავად გადააკეთა. მაყუჩიანი პისტოლე 8 ვაზნით  მალხაზ ბაგათელიამ ზუგდიდიდან თბილისში ჩამოიტანა. ბავშვობის მეგობარი მზიურის კორტებთან სალაპარაკოდ დაიბარა და ადგილზე მისული ხუთი გასროლით მოკლა.

ვიდრე შემთხვევისა ადგილიდან გაიქცეოდა მკვლელობაში ბრალდებულმა კაცმა ტერიტორიიდან მკვლელობის ყველა მტკიცებულება გააქრო, მათ შორის გასროლილი ვაზნები. იარაღი და მოკლულის მობილური ტელეფონები.

რომ არა ავალიშვილის ქუჩაზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, გამოძიება ბაგათელიას კვალზე ვერასდროს გავიდოდა.

გაქცეული დამნაშავის კვალაზე პოლიციას სათვალთვალო კამერაში მისი ავტომობილის სერიული ნიშნის დააშუქრის შემდეგ გავიდა. ვიდრე მკვლელობის მთავარ ფიგურანტს სამართალდამცველები ვაკე- საბურთალოს ტერიტორიაზე ეძებდნენ, ბაგათელია აბაშაში მეხუთე ტაქსს იცვლიდა და სამეგრელოს მიმართულებით გადაადგილდებოდა.

 

Რატომ გაიმეტა ახალი წლის ღამეს სასტიკის სიკვდილისთვის მეგობარი - ბაგათელი დუმს. მკვლელობაში ბრალდებულ სასამართლო პროცესზე არაფერი უთქვამს.

არ არის გამორიცხული ამ საქმეზე ბრალდებულთა წრე კიდევ გაიზარდოს. გამოძიება ახლა ეძებს იმ ადამიანს, ვინც ბერეტას ტიპის იარაღი გადააკეთა და მკვლელს გადასცა. დღეს სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული ონკოპაციენტია, სწორედ ამიტომ ადვოკატი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.

ვაკის კორტებთან მომხდარი მკვლელობის დეტალებზე სოფო ნიაურის რეპორტაჟიდან შეიტყობთ.