დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაბადების დღეა

04.01.26 10:27
დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაბადების დღეა

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადების დღეა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს და დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ქვეყნის გამთლიანებას უსურვებს.

სააგენტოს განცხადებაში ითქვა, რომ ილია მეორე „გამოჩენილი რელიგიური ლიდერია“, რომელსაც ენდობიან არა მხოლოდ მართლმადიდებლურ სამყაროში.

„მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს უახლეს ისტორიაში და გამაერთიანებელ სიმბოლოდ იქცა. განუზომელია მისი ღვაწლი ერის სულიერების განმტკიცებასა და ტრადიციების დაცვაში,“ — აღნიშნულია განცხადებაში.