რა ვითარებაა გზებზე - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

04.01.26 14:38
რა ვითარებაა გზებზე - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზების მდგომარეობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით,
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის მონაკვეთებზე:

  • კმ 79–94 (მლეთა–გუდაური)
  • კმ 93–107 (გუდაური(ფოსტა)–კობის)

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთოების მოძრაობა აღდგა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთებზე ტრანსპორტი იმოძრავებს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში,
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე კი - მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

გარდა ამისა, უწყება აღნიშნავს, რომ:

  • მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთოები,
  • ასევე M3 კატეგორიის (8-ზე მეტი მგზავრის დასაჯდომი და 5 ტონაზე მეტი სრული მასის) ავტობუსები

გვირაბებში იმოძრავებენ ცალმხრივად, სპეციალური რეგულაციით.

მსგავსი სიახლეები