ძლიერი ქარის გამო ბათუმის აეროპორტში რამდენიმე მიმართულებით ფრენები შეჩერდა

04.01.26 14:46
ძლიერი ქარის გამო ბათუმის აეროპორტში რამდენიმე მიმართულებით ფრენები შეჩერდა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ავიამიმოსვლა ძლიერი ქარის გამო დროებით შეჩერებულია.

უამინდობის გამო მგზავრებმა ვერც ისრაელისა და თურქეთის მიმართულებით გაფრენა შეძლეს. ტერმინალში ბავშვებიან ოჯახებთან ერთად იმყოფებიან როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც ფრენების განახლებას ელოდებიან.

აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეისები შესრულდება ამინდის გაუმჯობესებისთანავე.