ავარია ქობულეთში - დაშავებულია 5 ბავშვი და ქალი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში ორი ავტომობილი - „მერსედესი“ და „ჰიუნდაი“ ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად ხუთი ბავშვი და ერთი ქალი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი მძღოლი ავარიის შემდეგ ადგილიდან მიიმალა.