გაუქმებული ჯავშნები და ფინანსური ზარალი - გუდაურში გაუწმენდავმა გზებმა ბიზნესს პრობლემები შექმნა

04.01.26 19:23
გაუქმებული ჯავშნები და ფინანსური ზარალი - გუდაურში გაუწმენდავმა გზებმა ბიზნესს პრობლემები შექმნა

გუდაურში კერძო სექტორი აცხადებს, რომ ზამთრის სეზონი პრაქტიკულად ჩავარდა - მიუხედავად წინასწარ პროგნოზირებული ხანგრძლივი თოვლისა, ხელისუფლებამ მძიმე ტექნიკა დროულად ვერ გამოიყვანა და დიდთოვლობის გამო გზები ჩაიკეტა.

საახალწლო დღეებში, როდესაც კურორტებს ყველაზე მეტი დამსვენებელი სტუმრობს, ვიზიტორებმა სასტუმროებამდე მისვლაც ვერ შეძლეს, ჯავშნები მასობრივად გააუქმეს, სასტუმროს მფლობელები კი თანხების დაბრუნებას იძულებით დაეთანხმნენ, რაც ბიზნესისთვის სერიოზული ზარალია.

კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სახელმწიფო წლების განმავლობაში უშედეგოდ სთხოვენ გუდაურსა და ბაკურიანში სპეციალური ტექნიკის მობილიზებას. პრობლემური რჩება შიდა გზებიც - მათი თქმით, დამსვენებლებს ახალ გუდაურში შესვლაც გაუჭირდათ.

ბიზნესის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ გარდ ფინანსური დანაკლისისა, დაზიანდა კურორტის რეპუტაციაც, რაც ნიშნავს, რომ გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო მომავალ სეზონებზე გუდაურში მოგზაურობის მოტივაცია შეიძლება შემცირდეს.

ვცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები