ვის შემოჰქონდა საქართველოში 50 მლნ დოლარის ღირებულების ჰეროინი? - რას ამტკიცებს დაკავებული

04.01.26 20:42
ვის შემოჰქონდა საქართველოში 50 მლნ დოლარის ღირებულების ჰეროინი? - რას ამტკიცებს დაკავებული

წითელ ხიდზე დაკავებული ირანის მოქალაქე აცხადებს, რომ ნარკობიზნესთან კავშირი არ აქვს და დანაშაულებრივ სქემაში შემთხვევით მოხვდა. პოლიციამ მის ტრაილერში 157 კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინა, რომელიც მარმარილოს ფილებში იყო დამალული.

დაკავებულის ვერსიით, ტვირთი ავღანეთში ჩატვირთეს და მან ორი ქვეყნის საზღვარი ისე გაიარა, რომ არ იცოდა, რას ეზიდებოდა საქართველოში. შეკვეთა მიიღო „სამუშაო ჩატში“ და მიიღო „სტანდარტული გასამრჯელო“ - 2 700 დოლარი.

ადვოკატის თქმით, მძღოლს არ ჰქონდა ვალდებულება, ფილები დაემტვრია და შიგთავსი შეემოწმებინა, მიუხედავად ამისა, შსს დანაშაულის პასუხისმგებელად სწორედ მას ასახელებს.

ამის პარალელურად, ჯერაც დაუდგენელია:
— ვისი შეკვეთით შემოვიდა ნარკოტიკი საქართველოში;
— ვინ უნდა ყოფილიყო მიმღები;
— ვინ მართავდა სქემას.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ ორგანიზატორები თავისუფლებაზე არიან, ხოლო დაკავებულ მძღოლს უვადო პატიმრობა ემუქრება.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები