დაიწყება თუ არა ახალ წელს დაკავებების ახალი წერია? - ტროტუარზე დგომის გამო პროცესებს 23 მოქალაქე ელოდება
დაიწყებს თუ არა „ქართული ოცნება“ ახალ წელს დაკავებების ახალ სერიას? ამ ეტაპზე, 23 მოქალაქე ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას ტროტუარზე დგომისა და მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობის გამო.
აქციის მონაწილეებს დედაქალაქის მთავარ გამზირზე გამვლელთა „დაბრკოლებას“ ედავებიან და მათ 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრებათ. პროცესების ნაწილი მომავალ კვირაში ჩანიშნეს, ნაწილი კი გაურკვეველი ვადით გადაიდო.
ოპონენტების შეფასებით, "ოცნების" ხელისუფლებამ პროტესტის მონაწილეებზე ზეწოლა ეტაპობრივად გაამკაცრა: ჯერ გაჩნდა ბრალდება „გზის ხელოვნურად გადაკეტვაზე“, შემდეგ - ტროტუარზე გადაყვანილი მოქალაქეების დაკავება, ბოლოს კი - ახალი კანონი, რომელიც აქტივისტებს „სავალი ნაწილის ჩახერგვას“ აბრალებს, მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილება ტროტუარზე თავისუფლად ხდებოდა.
იურისტების შეფასებები სხვადასხვააა: ნაწილი ფიქრობს, რომ სამართალდამცავები რუსულ პრაქტიკას იმეორებენ, ხოლო სხვების თქმით, კანონი იმდენად წინააღმდეგობრივია, რომ მისი გამოყენება თავად მოსამართლეებისთვისაც შეიძლება რთული იყოს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.