ბიზნესის რეკეტი თუ ნარკოტიკები? - რა გახდა მარნეულის ბაზარში შეიარაღებული თავდასხმის მოტივი

04.01.26 20:01
ბიზნესის რეკეტი თუ ნარკოტიკები? - რა გახდა მარნეულის ბაზარში შეიარაღებული თავდასხმის მოტივი

მარნეულის ბაზარში ცეცხლი მამა–შვილს გაუხსნეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად იარაღი 27 წლის ახალგაზრდა კაცს დაუმიზნეს, შემდეგ - მის მამას, რომელიც ბაზარში ოქროს მაღაზიას ფლობს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ რეგიონში კრიმინალი გაძლიერებულია და პოლიცია ვერც ტერორის შეჩერებას ახერხებს და ვერც დამნაშავეების დაკავებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით. სამართალდამცავებმა ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელის ვინაობა შესაძლოა უკვე დადგენილია, თუმცა პოლიცია მის კვალზე ჯერ ვერ გადის.

მომხდარის ადგილიდან ამოღებული მასრები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები