აზარტული თამაშები საქართველოში - კანონი ვერ მუშაობს, არალეგალური ბაზარი კი იზრდება

04.01.26 20:24
აზარტული თამაშები საქართველოში - კანონი ვერ მუშაობს, არალეგალური ბაზარი კი იზრდება

საქართველოში დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანი რეგისტრირებულია, როგორც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული, თუმცა სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემია და რეალური მასშტაბი შესაძლოა ბევრად უფრო დიდი იყოს.

ციფრები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა რეგულაციებმა მოსალოდნელი შედეგი ვერ გამოიღო. მიუხედავად ტელერეკლამის აკრძალვისა, სათამაშო ბაზარზე ახალი, არალეგალური პლატფორმები გაჩნდა, საიტების ბლოკირება სრულად არ ხორციელდება, ხოლო:

  • თამაშები კვლავ ხელმისაწვდომია არასრულწლოვნებისთვის,
  • აკრძალულ პირებს თამაშში მონაწილეობას ვერ უშლიან,
  • კონტროლი ხშირად მხოლოდ ფორმალურად ხდება.

ექსპორტების შეფასებით, პრობლემა არა კანონების მიღებაში, არამედ ამ კანონების შესრულებაშია.

ოფიციალური სტატისტიკა კიდევ ერთ მსხვილ პრობლემაზე მიუთითებს - 2024 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა კვლავ გაიზარდა, რაც სპეციალისტების თქმით, მიანიშნებს, რომ ეფექტიანი რეგულაციის გარეშე ბაზარი კვლავ ფართოვდება.

სექტორში ამბობენ, რომ კანონმა მხოლოდ ქაღალდზე იმუშავა, ეფექტიანი ზედამხედველობა და რეალური კონტროლი კი ჯერ კიდევ სერიოზულ გამოწვევად რჩება. 

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები