ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება! - რუსთაველზე დღესაც პროტესტია

04.01.26 20:55
ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება! - რუსთაველზე დღესაც პროტესტია

პროტესტის 403 დღესაც მოქალაქეები ისევ დედაქალაქის მთავარ გამზირზე დგანან. აქციის მონაწილეების მთავარი სათქმელი იგივეა: "ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლა გამარჯვებამდე არ დასრულდება. უცვლელია მოთხოვნებიც: გადადგეს ივანიშვილის მთავრობა და გათავისუფლდნენ სინდისის და პოლიტპატიმრები.

დღეს არის პროტესტის 403 დღე. მნიშვნელოვანია, ზოგადად, რომ პროტესტი იყოს პერმანენტული და გამოჩნდეს ბევრად მეტი ახალი გზა - ეს მარში იქნება, დგომა იქნება თუ სხვა რამე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველაზე მეტად მე მინდა, რომ პოლიტპატიმრებმა იცოდნენ, რომ ჩვენ მანამდე ვიბრძოლებთ, სანამ თითოეული მათგანი არ გათავისუფლდება და მერეც გავაგრძელებთ ბრძოლას, იმიტომ, რომ მათი ციხიდან გამოსვლის შემდეგ იცხოვრონ თავისუფალ საქართველოში. იმისთვისაც მზად ვართ, რომ მათ გვერდზე აღმოვჩნდეთ ნებისმიერ მომენტში, - ამბობს აქციის მონაწილე. 

რა ხდება რუსთაველის გამზირზე ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.