"ნაცემია, თავის ქალა აქვს გატეხილი" - პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებენ

05.01.26 11:25
"ნაცემია, თავის ქალა აქვს გატეხილი" - პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებენ

20 წლის ახალგაზრდა პოლიციას სასტიკ ძალადობაში ადანაშაულებს. ლუკა თოფჩიშვილი ირწმუნება, რომ გორში მასზე 15-მდე სამართალდამცველმა ჯერ ქუჩაში იძალადა, შემდეგ კი ფიზიკურად პოლიციის განყოფილებაში გაუსწორდა.

ადვოკატის თქმით, გელაძის უწყების წარმომადგენლები ძალადობაზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც რესტორნიდან გამოსული ახალგაზრდების ჯგუფი პოლიციამ გააჩერა და მათ შორის შელაპარაკება დაიწყო. 

"ტვ პირველის" რესპოდენტების თქმით, უნდოდათ ნაცემი ბიჭის დაკავებაც, მაგრამ ის იმდენად მძიმედ იყო, რომ იზოლატორის ნაცვლად კლინიკაში გადაიყვანეს.

დასაწყისში ვინც აქტიურობდა, იმის ამოცნობა შეუძლია, ვინადაინ ასეთი სიტყვები მითხრა, კლინიკაში მოვინახულე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ბოლოს იმდენად ვეღარ ვუძლებდი ამ გარტყმებს, რომ მაქსიმალურად ვცდილობდი, პარკეტზე თავი დამერტყა და გავთიშულიყავიო. შესაბამის ორგანოსაც მივმართეთ, თუ ამ ყველაფერს ამ ქვეყანაში აქვს კიდევ მნიშვნელობა, ველოდებით მაქსიმალურად სწორ რეაგირებას მათი მხრიდან.

ცემი დაცვის ქვეშ მყოფი იმყოფებოდა "ტერასაზე" გორში. იქიდან გამოსულები მისი მეგობარი, რომელიც ნასვამი იყო, გარკვეულ კონფლიქტში შევიდა სამართალდამცავებთან. სამართალდამცავებმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მეგობარი ჩატენეს მანქანაში, დაუწყეს მანქანაშივე ხელების რტყმა. ამაზე ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა პროტესტი გამოხატა, თუმცა იქ დასრულდა შელაპარაკება. როგორც კი რამდენიმე მეტრი გაიარა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, დაახლოებით იუსტიციის ტერიტორიაზე, ის გააჩერა სამართალდამცავმა, სცემა, შემდეგ რამდენიმე გადმოვიდა, იქაც გააგრძელეს მისი ცემა. ცემის ეპიზოდი რამდენიმეა, იქაც სცემეს, განყოფილებაშიც სცემეს. ჯერჯერობით ნებართვა არ აქვთ სამართალდამცველებს, რომ მისი გადაყვანა მოხდეს იზოლატორში, - ამბობს ადვოკატი.  

ოჯახი ახალგაზრდას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა. საღამოს კი თოფჩიშვილებს პოლიციის განყოფილებიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ახალგაზრდა ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრები პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ და სასტიკად ნაცემი ახალგაზრდა ნახეს, მათ ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და ლუკა თოფჩიშვილი გორმედში გადაიყვანეს. 

ნაცემი ახალგაზრდა ამ დრომდე კლინიკაში რჩება, მას ტვინის შერყევა აქვს და თავის არეში დაზიანები ამ დრომდე აღენიშნება. 

პოლიცია ამტკიცებს, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მძიმე დაზიანებები თოფჩიშვილმა სწორედ ამ დროს მიიღო, თუმცა ამ ვერსიას ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს.

შუადღის ორი საათიდან დაახლოებით საღამოს 8 საათამდე ვეძებდით, ვერსად ვიპოვეთ. საძმაკაცოში, სანათესაოში, ყველგან გადავრეკეთ, არავინ ინფორმაცია არ იცოდა და საღამოს 8 საათზე თვითონ პოლიციამ დაგვირეკა და გვითხრა, რომ ჰყავდათ დაკავებული. ერთ საათძე მეტი დრო გავიდა, ყურადღება არავინ მოგვაქცია. შემდეგ ჩამოიყვანა ორმა პოლიციელმა და ალყა ჰქონდათ კიდევ გარშემო პოლიციელებს. დავინახე ბავში, თავი გვერდზე გადაუვარდა, სახეზე ჰქონდა დაზიანებები, ხელებზე დაზიანებები და დავრეკე სასწრაფოში. ყბა აქვს გატეხილი, ტვინის შერყევა აქვს, თავის ქალა გატეხილი აქვს, დაზიანებები აქვს სახეზე, ხელებზე. ძალიან ნაცემია პოლიციისგან. პოლიცია იძახის დაზიანებებზე, ძმაკაცებთან ერთად იყო, იქეიფეს და თვითონ ძმაკაცებთან მოუხდა ჩხუბიო და ძალაცებმა სცემესო და ერთ-ერთმა ძმაკაცმა დარეკა ჩვენთან და ითხოვეს შველა, რომ ერთმანეთი არ დაეხოცათო. ეს ყველაფერი აბსურდი და ტყუილია. პოლიციის მოგონილია ყველაფერი, - ამბობს ოჯახის წევრი.