თბილისში ძლიერი ხანძარია [ვიდეო]

05.01.26 15:14
თბილისში ძლიერი ხანძარია [ვიდეო]

 

 

თბილისში, სამგორის რაიონში ძლიერი ხანძარია.  ცეცხლი სავარაუდოდ, ძველი ავტოსადგომის ტერიტორიაზე, ე.წ. დაშლილებში გაჩნდა.

უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები. ადგილზე სამაშველო სამსახურები ამ წუთებში მუშაობენ. ადგილის სიახლოვეს მომუშავე ადამიანები, ტერიტორიიდან უკვე გაიყვანეს.