ზედოზირების შემთხვევებმა ახალი წლის დღეებში ანტირეკორდი მოხსნა - სამი მოქალაქე კომაშია

05.01.26 20:26
ზედოზირების შემთხვევებმა ახალი წლის დღეებში ანტირეკორდი მოხსნა - სამი მოქალაქე კომაშია

ახალი წლის დღეებში ქვეყანაში ზედოზირების შემთხვევებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მხოლოდ ერთ ნარკოლოგს დასახმარებლად თხუთმეტმა ადამიანმა მიმართა. სამი მათგანის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, სამივე კომაშია. დაფიქსირდა ლეტალური შემთხვევებიც. ამის მიზეზად ნარკოლოგები მათ შორის "ქართული ოცნების" მიერ კერძო ჩანაცვლებითი პროგრამების გაუქმებას ასახელებენ, რაც მთლიანად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავიდა. იმ ფონზე კი როცა შავი ბაზარზე მომაკვდინებელი ნარკოტიკების დიდი რაოდენობა შემოდის, ზედოზირების და გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად იზრდება.

ზედოზირების შემთხვევების მატება მათ შორის ნარკოტიკების ონლაინ გაყიდვების უკვე კარგად ორგანიზებულმა სისტემამაც განაპირობა. უკვეთავენ ერთ ნარკოტიკს, ადგილზე ხვდებათ სხვა. მომხმარებლები დასახმარებლად ვერც სასწრაფოში რეკავენ, რადგან სასწრაფო დახმარებასთან ერთად ადგილზე საპატრულო ეკიპაჟიც მივა. ეს არის არჩევანი სიკვდილ-სიცოცხლესა და ციხეში წასვლას შორის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკომანიასთან ბრძოლის კამპანია აქვს დაწყებული, თუმცა ამის პარალელურად შავი ბაზარი საშიში ნარკოტიკებით ივსება. გასულ წელს 85 მილიონი დოლარის ღირებულების "ჰეროინით" დატვირთული ორი ტრაილერი საქართველოში ისე შემოვიდა რომ ვერცერთმა მებაჟემ ეს ვერ შეამჩნია.

დეტალები ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები