კარაკასში პრეზიდენტის სასახლესთან სროლა იყო
Sky News-ის ინფორმაციით, ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში, პრეზიდენტის სასახლესთან სროლა იყო.
მომხდარს აშშ-ის თეთრი სახლიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამერიკას აღნიშნულ სროლასთან კავშირი არ აქვს.
ჩვენი ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას" - აცხადებენ თეთრ სახლში.
- მოგვიანებით Sky News-მა დააზუსტა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დრონებით პატრულირებდა - რა დროსაც, დრონებს ცეცხლი პრეზიდენტის სასახლის დაცვის წევრმა გაუხსნა.