უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

06.01.26 10:54
უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,  ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქმენეთის, ირანის, კუბის, თურქეთის, ტაილანდისა და აზერბაიჯანის - ჯამში 13 მოქალაქე.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში, საქართველოდან გაძევებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჯამურმა მაჩვენებელმა 1311 პირი შეადგინა.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.