55 ქალი ამტკიცებს რომ ტრამპის შვილია - ითხოვს დნმ-ს ტესტს

06.01.26 12:47
55 ქალი ამტკიცებს რომ ტრამპის შვილია - ითხოვს დნმ-ს ტესტს

55 წლის თურქეთის ქალაქ ანკარაში მცხოვრები ქალი ირწმუნება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილია - ნაჯლა ოზმენმა შესაბამისი სარჩელი სასამართლოში შეიტანა და  მამობის დადგენის მოთხოვნით დნმ-ის ტესტის გაკეთება მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია აქვეყნებს. 

  • ქალი ოფიციალურად რეგისტრირებულია სატი და დურსუნ ოზმენების შვილად. იგი აცხადებს, რომ გამზრდელმა დედამ გარდაცვალების წინ სიმართლე უთხრა.

თურქეთის სასამართლომ მამობის დადგენის შესახებ სარჩელის განხილვაზე უარი თქვა კონკრეტული მტკიცებულებების არარსებობის გამო. სასამართლომ დაასკვნა, რომ ოზმენმა ვერ წარმოადგინა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი ან მტკიცებულება სასამართლო პროცესის გასამართლებლად.

მედიასთან საუბრისას ქალმა განაცხადა, რომ მან გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება და ასევე მიმართა აშშ-ის საელჩოსა და სასამართლოებს შეერთებულ შტატებში. 

ქალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას ტრამპთან პირადად შეხვედრა სურს და მხოლოდ იმის გარკვევა, არის თუ არა ის მისი ბიოლოგიური მამა.

„მინდა გავიგო, ის ნამდვილად ჩემი მამაა თუ არა. არ მინდა მისთვის პრობლემების შექმნა. უბრალოდ, მინდა ვიცოდე სიმართლე“, – ამბობს ქალი.