3 დღეა ველოდებით, მკვლელი დააკავონ - პირველი ინტერვიუ მარნეულში მოკლული ბიჭის დედასთან
სავარუდოდ ქილერის მიერ მარნეულში მოკლული 27 წლის ახლაგაზრდა ცოტა ხნის წინ დაკრძალეს, მკვლელობაში ბრალდებული კი ამ დროდმე თავისუფალია.
27 წლის ბიჭის დედა ამბობს, რომ 3 დღეა ელოდება, რომ მისი შვილის მკვლელს დააკავებენ, თუმცა პოლიცია ამას ვერ ახერხებს. ქალის თქმით, გაუგებარია, რისთვის გაწირეს მისი შვილი სასიკვდილოდ.
არ ვიცი რატომ მომიკლეს ჩემი უდანაშაულო შვილი, 3 დღეა, ველოდები რომ მკვლელი დაკავონ, მაგრამ თურმე ვერ პოულობენ. ჩვენ გვაინტერესებს, რა დააშავა ჩემა შვილმა ისეთი, რომ 4 ტყვია ესროლეს, - ამბობს მოკლული ახალგაზრდის დედა.
შეგახსენებთ, რომ მარნეულში, ბაზრის ტერიტორიაზე, ოქროს მაღაზიაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ორი ადამიანიდან ერთი საავადმყოფოში დაიღუპა. ოქროს ნივთებით მოვაჭრე 27 წლის ბიჭის მკვლელობასა და შუახნის კაცის დაჭრაში ბრალდებული დაკავებული არ არის.
პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა იცის. მისი გაშიფვრა, ადგილზე დამონტაჟებული კამერებით მოხერხდა.