დაზიანებული და სიცოცხლისთვის საშიში გზები ოზურგეთში - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

06.01.26 18:20
დაზიანებული და სიცოცხლისთვის საშიში გზები ოზურგეთში - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ოზურგეთში დაზიანებული გზები ადგილობრივებისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა. ქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე გადაადგილება გართულებულია, ხოლო ზოგიერთ მონაკვეთზე - პრაქტიკულად შეუძლებელი.

ავარიულ მდგომარეობაშია ცენტრალურიც, მათ შორის ლანჩხუთი–ოზურგეთის დამაკავშირებელი გზა, რომლის რეაბილიტაციაზე მილიონები დაიხარჯა, თუმცა სამუშაოები ხარისხიანად არ შესრულებულა.

გზა, რომელსაც 20-ზე მეტი სოფლის მოსახლეობა იყენებს, ავარიული და სიცოცხლისთვის საშიშია - ადგილობრივები ხელისუფლებას პრობლემის გადაუდებელ გადაწყვეტას სთხოვენ.

ოპოზიცია ხელისუფლებას უყურადღებობასა და ბიუჯეტის არაეფექტურ ხარჯვაში ადანაშაულებს. 

ოზურგეთის ე.წ. ახალი მერი მოსვლის დღიდან დაინტერესებულია, სად რა ღონისძიება ჩაატაროს, ვინ აცეკვოს, ვინ ამღეროს. 60 ათასი ლარი მარტო ჭამა-სმაში გადაიხადა მოსვლის დღიდან დღემდე. ამ დროს ადამიანების გზის, წყლის გარეშე, ბაღის, სკოლის და განათლების გარეშე არიან. ადამიანების სიცოცხლის რისკის ფასად გადაადგილდებიან, იმიტომ, რომ გზა, რომელიც ლანჩხუთსა და ოზურგეთს აკავშირებს და სახელმწიფო მნიშვნელობის გზა არის, განათების გარეშე გადათხრილია დატოვებული. 

ჯერ იყო და თალაკვაძემ თავისი ძმა გამოუშვა და იმას აჭამეს და ასვეს ბიუჯეტი, შემდეგ ზარქუას სიძემ ბაღები დაანგრია აქ და დატოვა ისე და მილიონები ჯიბეში ჩაიდო და ახლა კიდევ მდინარაძემ გამოგვიგზავნა კადრი, მერი "დადო" აქ, - ამბობს ენმ-ს წევრი თათია ნიკოლაიშვილი. 

მსგავსი სიახლეები