აღმოჩენილია ფარცხალაძის ჩეჩნური კავშირები - რას იზამს ქართული გამოძიება?
ოთარ ფარცხალაძის შესაძლო კავშირებზე ჩეჩნურ წრეებთან კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმის მთავარმა მოწმეებმა ის ლევან ჯანგველაძის ლიკვიდაციის მზადებაში დაადანაშაულეს. კონსერვატიული პარტიის ლიდერის ინფორმაციით, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ფარცხალაძემ, როგორც ამბობენ, მკვლელობა შეუკვეთა, ქართულად მოსაუბრე პირებთან ერთად ჩეჩენიც მონაწილეობდა.
საზოგადოებისთვის უცნობია, დაინტერესდა თუ არა ქართული საგამოძიებო ორგანო ფარცხალაძის შესაძლო კავშირებით ჩეჩნებთან, თუმცა საქმეში უკვე დევს რუსეთის ორი მოქალაქის - ილია მიკულსკისა და როზა ნარცისოვას ჩვენებები. ისინი, როგორც ცნობილია, ლევან ჯანგველაძის ახლო გარემოცვას წარმოადგენდნენ და დეტალურად ყვებიან, რა მოტივი შეიძლებოდა, ჰქონოდა ყოფილ მთავარ პროკურორს.
მოწმეთა დაკითხვებთან ერთად, გამოძიებას ბიზნეს დავასთან დაკავშირებული ინფორმაცია და ოპერატიული მასალებიც აქვს. მიუხედავად ამისა, ფარცხალაძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ყველა წარმოდგენილი მტკიცებულება ირიბია და სასამართლოსთვის არასაკმარისი.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.