კობახიძე და მდინარაძე მაღალი ფასების საქმის შესწავლას იწყებენ - რა არის რეალური მიზანი

06.01.26 20:29
კობახიძე და მდინარაძე მაღალი ფასების საქმის შესწავლას იწყებენ - რა არის რეალური მიზანი

სურსათის ფასებზე კონტროლის მიზნით,  ირაკლი კობახიძის განკარგულებით, შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომლის თავმჯდომარეც თავად კობახიძეა. კომისიაში შედიან სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, ოთხი მინისტრი და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი.

ინფლაციაზე ტრადიციულად პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია, თუმცა ეკონომიკის საბჭოში ნინო თურნავა არ მოხვდა.

ეკონომისტების შეფასებით, ივანიშვილის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება უფრო ჰგავს პასუხისმგებლობის მოხსნას და „ისრების“ ბიზნესზე გადატანას. მათი თქმით, ეკონომიკაში საჯარო ძალოვანი სტრუქტურების ჩარევა, განსაკუთრებით ფასების „გამოძიების“ დონეზე, შეიძლება, მძიმე შედეგების მომასწავებელი იყოს, რადგან მთავრობა და უსაფრთხოების სამსახური არ უნდა წყვეტდეს, რატომ ძვირდება კონკრეტული პროდუქტი.

კობახიძის განცხადებით, კითხვებზე პასუხების გასაცემად მზად უნდა იყოს დისტრიბუტორთა ასოციაციაც, თუმცა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე მათთვის არავის მიუმართავს. უცნობია, დაიბარეს თუ არა სასურსათო მაღაზიების მფლობელები. ბიზნესი თანამშრომლობაზე მზადყოფნას აცხადებს, თუმცა ივანიშვილის გუნდს ახსენებს, რომ ფასებს უამრავი ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული მაღალი გადასახადებიც.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები