სიგარეტი გაძვირდა - ექსპერტები შავი ბაზრის გაჩენის რისკებზე საუბრობენ

06.01.26 20:35
სიგარეტი გაძვირდა - ექსპერტები შავი ბაზრის გაჩენის რისკებზე საუბრობენ

ახალი წლის შემდეგ თამბაქოს ნაწარმზე ფასმა საქართველოში მოიმატა. ზრდა შეეხო როგორც იმპორტირებულ, ისე ადგილობრივი წარმოების სიგარეტს. ცვლილება „ქართული ოცნების“ მიერ საგადასახადო კოდექსში შეტანილ ინიციატივას უკავშირდება, რომელმაც სიგარეტზე აქციზი გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ "ოცნების" ხელისუფლება ამტკიცებდა, კონკრეტულ სახეობებზე აქციზი შემცირდებოდა, მოვაჭრეები ამბობენ, რომ ფასი ადგილობრივ ნაწარმზეც გაიზარდა.

მთავრობა ცვლილებებს სიგარეტზე მოთხოვნის შემცირებითა და „ჯანსაღი ცხოვრების წენის წახალისებით“ ხსნის, თუმცა მომხმარებლების შეფასებით, ადამიანები მოწევას არ შეწყვეტენ და გაძვირება მხოლოდ მათ ჯიბეზე აისახება.

ფასების ზრდასთან ერთად, ექსპერტები კიდევ ერთ საფრთხეზე მიუთითებენ - შავი ბაზრის გააქტიურებაზე. მათი თქმით, სიგარეტის გაძვირებამ შესაძლოა, კონტრაბანდის ზრდა გამოიწვიოს, რაც საფრთხეს შეუქმნის როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობას, ისე სახელმწიფო ბიუჯეტსაც.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები