მოქალაქეები შობას ერთად შეხვდებიან - რა ხდება დედაქალაქის მთავარ გამზირზე

06.01.26 20:50
მოქალაქეები შობას ერთად შეხვდებიან - რა ხდება დედაქალაქის მთავარ გამზირზე

პროტესტის 405-ე დღესაც რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან. მიუხედავად იმისა, რომ შეკრება 23:00 საათზე დაანონსებული, ადამიანები დედაქალაქის მთავარ გამზირზე უკვე მიდიან. ევროპული მომავლის მცველები გეგმავენ, შობის დღესასწაულს ერთად შეხვდნენ. ისინი თანამებრძოლებს მოუწოდებენ, შობის დღესასწაულს მათთან ერთად შეხვდნენ.

ნებისმიერ დღესასწაულს ვხვდებით ერთად, მიუხედავად იმისა, როგორ სიმძიმეში გვიწევს ცხოვრება და დიახ, მაშინ, როდესაც ადამიანები თავისუფლებისთვის და გამარჯვებისთვის იბრძვიან, არავითარი დაბრკოლება არ არსებობს და ეს უკვე რუსთაველის ტრადიციად იქცა, რომ ეს ერთი დიდი ოჯახი, რომელიც ამ დროის განმავლობაში აქ შეიკრა და კვლავაც გააგრძელებს ბრძოლას მანამ, სანამ თითოეული სინდისის პატიმარი არ იქნება თავისუფალი და მანამ, სანამ ახალი, დამოუკიდებელი არჩევნები არ ჩატარდება, მანამდე ვიდგებით ბოლომდე. დღეს აქ ვიკრიბებით ქაშუეთთან, დაახლოებით 11 საათიდან, ყველას ველოდებით, - ამბობს აქციის მონაწილე. 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას ჩართვაში. 

მსგავსი სიახლეები