აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე შობას ერთად შეხვდნენ

07.01.26 00:12
აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე შობას ერთად შეხვდნენ

უწყვვეტი პროტესტის 405-ე დღე - აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე შობას ერთად, ანთებული სანთლებით ხელში შეხვდნენ. მოქალაქეებმა ერთობლივად შეასრულეს „ალილო“ .

ილიას ძეგლთან შეკრებილებთან ერთად შობას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, თავისი შვილთან, ქეთევან გორჯესტანთან ერთად შეხვდა.

საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

მსგავსი სიახლეები